“ურთულესი წინაღობებისა და უმძიმესი თავდასხმების ფონზე, ჩვენ შევძელით რომ ქართველი ხალხის ნების გარდა, არავიზე ვყოფილიყავით დამოკიდებულნი” – წილოსანი

“დღეს გამორჩეულად დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო ზეიმობს 26 მაისს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დეპუტატი ამბობს, ურთულესი წინაღობებისა და უმძიმესი თავდასხმების ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, რომ, ქართველი ხალხის ნების გარდა, არავისზე ვყოფილიყავით დამოკიდებულნი.

“ურთულესი წინაღობებისა და უმძიმესი თავდასხმების ფონზე, ჩვენ შევძელით რომ ქართველი ხალხის ნების გარდა, არავისზე ვყოფილიყავით დამოკიდებულნი. ქვეყნის ეროვნული ინტერესები, იყო ამოსავალი წერტილი ჩვენს ყველა გადაწყვეტილებაში.

სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებულად ამაყები აღვნიშნავთ ამ დღეს ერთად

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას!”, – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები