რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და დაბა ურეკში – გოგუაძის, მაგნეტიტის, წერეთლისა და ზედა ურეკის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა, სამუშაოების ჯამური ღირებულება კი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები