რომის პაპი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას
რომის პაპი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაუშვას, – ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
“განვაახლებ ჩემს მხურვალე მოწოდებას, რათა დაუშვან სამართლიანი ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და შეწყდეს საომარი მოქმედებები, რომელთა დამანგრეველ ფასს ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები იხდიან“, – განაცხადა ახალმა პაპმა.
როგორც “როიტერი” წერს, პაპობის პირველივე კვირების განმავლობაში, ლეო XIV-მ ღაზაში არსებული ვითარება რამდენჯერმე ახსენა.
ცნობისთვის, ისრაელმა განაცხადა, რომ 11-კვირიანი ბლოკადის შემდეგ ღაზაში დახმარების შეყვანის უფლებას მისცემდა, თუმცა გაერო-მ განაცხადა, რომ სამშაბათის მდგომარეობით, დახმარება არ განაწილებულა .