ზახაროვას თქმით, საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ომის პარტიას ხელმძღვანელობს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებით და უკრაინისთვის დახმარების გაწევით, საფრანგეთი დასავლეთის ომის პარტიას სათავეში ჩაუდგა,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგებმა, ფაქტობრივად, დასავლეთის საომარ პარტიაში ლიდერობა აიღეს. არა მხოლოდ კიევის რეჟიმს უწევენ დახმარებას, არამედ უკვე, ბრიტანელებთან ერთად, ცდილობენ კიევის ნეონაცისტური, ავტორიტარული რეჟიმის მთავარი კურატორისა და სპონსორის როლის მორგებას“, – განმარტა მან ბრიფინგზე.

ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს არაფერი აქვს საერთო უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან – ისინი შეკავების პოლიტიკის ელემენტია.

„რა თქმა უნდა, როგორც იცით, ამ პაკეტებიდან არცერთი არ დარჩება რუსული მხარის სათანადო რეაგირების გარეშე. მომავალში ასეთ ქმედებებზე საპასუხოდ მიღებული იქნება კარგად გააზრებული რეაგირების ზომები, რომლებიც, პირველ რიგში ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესებს გაითვალისწინებს“, – დასძინა ზახაროვამ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, რუსეთში არაერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყანა არამეგობრული სახელმწიფოების სანქციების ზეწოლას უმკლავდება. თავად დასავლეთში არაერთხელ გაჟღერებულა მოსაზრებები, რომ შემზღუდავი ზომები არაეფექტურია.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები