პუტინი კურსკის ოლქს ეწვია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კურსკის ოლქს ეწვია,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სახელმწიფოს მეთაური მოხალისეებს კურსკის რეგიონში ჰუმანიტარულ შტაბ-ბინაში შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე ხინშტეინი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო.
როგორც მედია იუწყება, ეს პუტინის პირველი ვიზიტია რეგიონის უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან სრული განთავისუფლების შემდეგ – ოპერაციის დასრულება 26 აპრილს გამოცხადდა.
ვიზიტის ფარგლებში პუტინმა აგრეთვე კურსკში მშენებარე მეორე ატომური ელექტროსადგური მოინახულა.