რადიკალი აქტივისტი ალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი ახლა რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე – მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორზე სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად არავინ აპირებს

“რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით რომ 4 ანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, “ – ასე ეხმიანება რადიკალი აქტივისტი ალბი კორძაია, ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას არ ემხრობა და ამას არათუ ხელს შეუწყობს, არამედ, პირიქით, ხელს შეუშლის.

კორძაიას თქმით, ელენე ხოშტარია დეკემბერში აქციებზე პიროტექნიკის გამოყენების საჭიროებაზე საუბრობდა და მისი ეს კურსი სწორი იყო, ვინაიდან, კიდევ ათი წელი მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად სიარულს არავინ აპირებს.

“რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას.
არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით რომ 4 ანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული (რაც ძალიან კარგია, რომ არ ჩამოერთვათ).
ასევე მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები ვინც აკვირდება და არ ივიწყებს ახლო წარსულში პოლიტიკოსების ყოველივე ნათქვამ სიტყვას.
მე გეტყვით რას ამბობდა ელენე დეკემბერში, ვიდეოს თუ ვიპოვი, თან დავურთავ.
-დიახ, ჩვენთან ოფისში ნახავთ პიროტექნიკას, პროტესტის დროს პიროტექნიკაც უნდა გამოიყენო როდესაც საჭიროა.
რამ შეცვალა ელენეს განწყობა ამ თემის მიმართ ასე წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორზე – სწორი და კიდევ 10 წელი სიარული მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ არ აპირებს,” – წერს ალბი კორძაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები