გაერო: თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ვერ მიაღწევს, შესაძლოა, მომდევნო 48 საათში 14 000 ბავშვი დაიღუპოს

გაერო-ს ინფორმაციით, მომდევნო 48 საათში ღაზაში, შესაძლოა, 14 000 ბავშვი დაიღუპოს, თუ ჰუმანიტარული დახმარება მათთან ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ტომ ფლეტჩერმა განაცხადა.

ფლეტჩერის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების ის რაოდენობა, რისი შეტანის საშუალებასაც ისრაელი ღაზაში იძლევა, საკმარისი არ არის.

მისივე თქმით, 11-კვირიანი ბლოკადის შემდეგ გუშინ ხუთ სატვირთო მანქანას შეუშვეს ქვეყანაში და იმედოვნებს, რომ დღეს კიდევ მეტი რაოდენობის მანქანა შევა.

ფლეტჩერის თქმით, ბავშვთა საკვებით დატვირთული დახმარების სატვირთო მანქანები მშვიდობიან მოსახლეობამდე ვერ აღწევენ, რადგან საზღვრის მეორე მხარეს არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები