ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ვენესუელის 350 ათასი მოქალაქის დეპორტაციას მხარი დაუჭირა

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, ვენესუელის 350 ათასი მოქალაქის დეპორტაციას მხარი დაუჭირა.

უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადმინისტრაციის მიერ შეტანილი საგანგებო მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინოვნიკებს შეუძლიათ გააუქმონ ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ეხებათ მიგრანტებს, რომელთაც 2023 წელს “დროებითი დაცვის სტატუსი” მიანიჭეს.

დროებითი დაცვის სტატუსი საშუალებას აძლევს ადამიანებს, ლეგალურად იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში, თუ მათი სამშობლო უსაფრთხოდ არ ითვლება ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ომები, სტიქიური უბედურებები ან სხვა პირობები.

„ეს არის აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი ქმედება, რომელიც არამოქალაქეთა რომელიმე ჯგუფს იმიგრაციის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობს. ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს ბრძანებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაამტკიცა, ნამდვილად შოკის მომგვრელია“, – განაცხადა აჰილან არულანანტემმა, UCLA-ს იმიგრაციის სამართლის ცენტრის დირექტორმა და მოსარჩელეთა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ტრამპმა პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფი მიგრანტების რეკორდულ რაოდენობას დეპორტაციას გაუკეთებდა და გარკვეული მიგრანტებისთვის დროებითი სამართლებრივი დაცვის ჩამორთმევა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები