ევროპის დიპლომატიური შტო საგარეო უწყებების შემცირებას გეგმავს
ევროკავშირის დიპლომატიური შტო, ბიუჯეტის შემცირებისა და ფართომასშტაბიანი გადაადგილების ფონზე, დაახლოებით 10 უცხოური დელეგაციისა და 100 ადგილობრივი თანამშრომლის შემცირებას გეგმავს,- ინფორმაცია ამის შესახებ POLITICO-მ გაავრცელა.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ევროკომისიის მაღალჩინოსნებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რეორგანიზაციის გეგმა წარუდგინა.
ანონიმური წყაროს ცნობით, 100 თანამშრომელი ორ ეტაპად, 2026 და 2027 წლებში შემცირდება.
Politico-ს ინფორმაციით, შემცირებები შეეხება დიპლომატიურ წარმომადგენლებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროკავშირი სტრატეგიული პრიორიტეტების ცვლილების გამო გაზრდილი პერსონალის შენახვის აზრს ვერ ხედავს. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ბელარუსი და ლესოთო.
ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ რეორგანიზაციის წყალობით 20 მილიონი ევროს ეკონომია გახდება შესაძლებელი, ხოლო შემდეგ სამ წელიწადში ბრიუსელი 9 მილიონ ევროს დაზოგავს.