ტრამპი: ვფიქრობ, პუტინთან სატელეფონო საუბრისას გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ
ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ახლახან ვლადიმერ პუტინთან ორსაათნახევრიანი საუბარი მქონდა. ვფიქრობ, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. იქ საშინელი ვითარებაა. ყოველ კვირა 5000 ახალგაზრდა იღუპება, ასე რომ, იმედია, რაღაც გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
„ჩვენ ვესაუბრეთ ევროპული ქვეყნების უმეტესობის ლიდერებს და ვცდილობთ, მთელი ეს სიტუაცია დავასრულოთ“, – დასძინა შეერთებული შტატების ლიდერმა.