ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში შეთანხმებას მიაღწიეს

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა, სავაჭრო ბარიერების შემსუბუქებასა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

“დადგა დრო, რომ წინ ვიყუროთ, დავასრულოთ ძველი პოლიტიკური დაპირისპირებები და ვიპოვოთ საღი აზრი, პრაქტიკული გამოსავლები, რომლებიც ბრიტანელი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს”. – წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი პლატფორმა X-ზე.

მედიის ცნობით, ტრამპის ტარიფებმა, გაფრთხილებებთან ერთად, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად, მსოფლიოს მთავრობები აიძულა, გადაეხედათ სავაჭრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირებისთვის, რამაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან დააახლოვა.

შეთანხმების ხელმოწერა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთად დღეს იგეგმება, მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმების საბოლოო დეტალები შეათანხმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები