აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა, რის შემდეგაც მათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეუერთდა.

„მხარეებმა მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს, მოუწოდეს კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ასევე, ჩართულ მხარეებს შორის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკული დელეგაცია, პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები