ექსპერტებმა რუსეთში საბანკო კრიზისი დააანონსეს
რუსეთში სისტემური საბანკო კრიზისი დაიწყო და უახლოეს ერთ წელიწადში მისი გაზრდაა მოსალოდნელი. ასე თვლიან გავლენიანი რუსი ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ პრობლემური საბანკო აქტივების წილი 10%-ს გადააჭარბებს, მინიმუმ ერთ კორპორატიულ ბანკს კი სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალიზაციის დამატება დასჭირდებათ. მაკროენომიკური ანალიზის და პროგნოზების ცენტრის ანალიტიკოსებმა მოსალოდნელი საბანკო რღვევა 15 ოქტომბერს გამოცემულ ანგარიშში ასახეს. ავტორების აზრით, კრიზისის შესაძლებლობა კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. ამ კრიზისის სამი ნიშანი სახელდება: კლიენტების მიერ ანგარიშებიდან და დეპოზიტებიდან ფულის გატანის მაჩვენებელი 10%-ს აღემატება; პრობლემური აქტივების წილი საბანკო აქტივების საერთო სისტემაში 10%-ს აღემატება; მიმდინარეობს ბანკების რეორგანიზაცია ან სახელმწიფოს მიერ ბანკების რეკაპიტალიზაცია. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მინიმუმ ერთი მსხვილი ბანკი უახლოეს მომავალში რყევას დაიწყებს და მას სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება. ეს დასკვნა ვადაგასული კრედიტების დინამიკის და რუსეთის ბანკების კაპიტალბრუნვის ანალიზის შედეგად გაკეთდა.