ირაკლი კობახიძე – 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე
26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე.
„26 მაისს რაც შეეხება და ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ნებისმიერი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული და ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე”, – განაცხადა პრემიერმა.