ფემინისტი ქალი პუტინის ცვილის ფიგურაში 6 000 ევროს გადაიხდის
მოძრაობა “ფემენის” აქტივისტი იანა ჟდანოვა პარიზის მუზეუმში ვლადიმერ პუტინის ცვილის ფიგურის გატეხვისთვის 1500 ევროს ჯარიმას გადაიხდის. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 წლის იანა ჟდანოვამ მუზეუმს ასევე კომპენსაცია – 3 000 ევროც უნდა გადაუხადოს. ეს თანხა ცვილის ფიგურის აღდგენას მოხმარდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის გამოსასწორებელმა სასამართლომ ფემინისტ ქალს ასევე 500 ევროს სასამართლო გადასახადი დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ფემინისტი ქალი გატეხილი ცვილის ფიგურის ფონზე შიშველი მკერდით პოზირებდა. მოსამართლეების აზრით, ეს საქციელი „ექსგიბიციონიზმის“ და „ვანდალიზმის“ შემცვლელი იყო.
მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტმა პუტინის ცვილის ფიგურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საფრანგეთში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაამსხვრია. ახლა „ვანდალიზმისთვის“ ახალგაზრდა ქალმა, საერთო ჯამში, 6 000 ევრო უნდა გადაიხადოს. თუმცა მან განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.