აშშ-მა, საუდის არაბეთთან $142 მილიონი ღირებულების, სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში ვიზიტის პირველ დღეს, აშშ-მა საუდის არაბეთთან $142 მილიონი ღირებულების სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი,- ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეთანხმებაში შედის აშშ-ის მხრიდან საუდის არაბეთისთვის თანამედროვე, საბრძოლო აღჭურვილობისა და სერვისების მიწოდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს საუდის არაბეთში ჩავიდა და სპარსეთის ყურეში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტების სერია დაიწყო.