მექსიკაში მერობის კანდიდატი საარჩევნო აქციის დროს ჩაცხრილეს

“მექსიკის შტატ ვერაკრუსში, საარჩევნო მსვლელობით დაწყებული ღონისძიება საშინელებათა სცენარში გადაიზარდა, როდესაც მერობის კანდიდატი სამ სხვა ადამიანთან ერთად მოკლეს”, – ამის შესახებ “სიენენი” წერს.

პროკურატურის განცხადებით, მოკლულია სულ ოთხი ადამიანი, მათ შორის მერობის კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი იყო.

ლარა გუტიერესი მოსახლეობას ესალმებოდა და ტექსტეპეკის ქუჩებში გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოულოდნელად სროლის ხმა დაახლოებით 20-ჯერ გაისმა და ეს ყველაფერი ლარას სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

თავდასხმა დაგმო მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა. მისი თქმით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “სიენენი” წერს, მექსიკაში არჩევნების ციკლის დროს პოლიტიკურ კანდიდატებზე თავდასხმები ხშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები