ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა – სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მან დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ყველაფერი დაიწყო „კატარგეითით“, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ კატარი არასამთავრობოების საშუალებით კორუფციაში იყო ჩართული. ეს იყო ტრავმა ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის ევროპარლამენტში.
რამდენიმე თვის წინ იყო მორიგი სკანდალი, პროგრამა „ლაიფი“. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ევროკომისარი აძლევდა თანხას არასამთავრობო ორგანიზაციას მხოლოდ იმისათვის, რომ კომპლიმენტები ეთქვა მის პროგრამაზე. ამის შემდეგ დაისვა კითხვა ყველა ევროპულ ინსტიტუტში – სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის მგონი ცოტა. მომზადებულია ანგარიში აუდიტის, რომელიც ტრაგედიაა ბევრისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ვაძლევთ ყველას ფულს და არანაირი კონტროლი არ გვაქვს ამ დაფინანსებაზე.
რადგან ვაფინანსებთ, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგადაა. აუდიტი ამბობს, რომ არაა მკაფიო სურათი. არაა აღწერილი, ვინ რა გააკეთა, ვინ რაში მოიხმარა და ასევე ნათლად არაა განსაზღვრული საერთოდ, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია. არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, როდესაც არასამთავრობო ნეიტრალურია და კარგად ასრულებს მოვალეობას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის საქმეში ერევიან. ზოგჯერ „ენჯეოა“ და ამ დროს კომპანიაა. უნდა ვიცოდეთ, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია.
საბოლოო ჯამში, არაა გამჭვირვალობა. ვინც ძალიან დიდ თანხას იღებს, მათზე რეგულაცია მოქმედებს და მეტ-ნაკლებად არის გამჭვირვალობის სურათი, მაგრამ პატარა არასამთავრობოებზე, რომლებიც მაგალითად, ზოგჯერ იღებენ 10 მილიონს, მათზე არაფერია აღრიცხული. ეს ნიშნავს, რომ არაა გამჭვირვალობა. აბსოლუტურად არაა სწორი ინფორმაცია.
მინდა საქართველოზე მოგცეთ ასევე ინფორმაცია. საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან მიიღეს 46 მილიონი ევრო 47 პროექტისთვის. ანუ გამოდის, რომ თითქმის, 1 მილიონი ევრო იყო თითოეულზე გათვალისწინებული. ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა – 8,6 მილიონი ევრო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია. დემოკრატიული მონაწილეობა და მედია – 8 მილიონი. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო.
დანარჩენი პროექტებია – ბიზნესი და განვითარება, სამართლებრივი განვითარება – მოგეცით 1 მილიონზე მეტი და არ ვიცით ზუსტად, რაში ან რატომ?
უკრაინაში ომის შემდეგ ევროკავშირში მივხვდით, რომ ძალიან მდიდრები არ ვართ, გვჭირდება ბევრი ფული და დროა, კონტროლი იმ თანხაზე, რასაც გავცემთ.
გვჭირდება უფრო მეტი რეგულაცია, უფრო მეტი ტრანსფარანტულობა, მეტი კონტროლი, ინფორმაცია – ეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ახალი სკანდალი. მე, მაგალითად, საფრანგეთზე შემიძლია გითხრათ, გვაქვს სია „ენჯეოების“ და ყოველწლიურად ვიცით, რა თანხას იღებენ.
თითოეულ არასამთავრობოს შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად მიიღოს თანხა, სხვადასხვა სამინისტროდანაც და ამიტომ მკაფიო უნდა იყოს. წიგნი გამოდის, სადაც ყველაფერი წერია. ეს საჭიროა, რადგან ზოგმა დეპარტამენტმა არ იცის, თუ მეორე დეპარტამენტმა რა დაფინანსება გაიღო. კარგია არასამთავრობოების დაფინანსება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ყველაფერი, რათა არ მოხდეს არამიზნობრივად დახარჯვა და არ გამოიყენონ არასამთავრობოები იარაღად“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.