არსებული ინფორმაციით, “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
არსებული ინფორმაციით, თბილისში, “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გარდაცვლილს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.