აშშ-ში ებოლათი დაავადების მეორე შემთხვევა დადასტურდა
სასიკვდილო ვირუს ებოლათი დაავადების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ტეხასის შტატში. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირდა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ ებოლათი დაავადებული პირველი ადამიანი 26 წლის ექთანი ნინა ფემი გახდა. ფემი ებოლათი დაავადებულ ლიბერიის მოქალაქეს მკურნალობდა. მისი მდგომარეობა ამჯამად დამაკმაყოფილებელია, – წერს უცხოური პრესა.
მეორე დაავადებული ადამიანი იზოლირებულია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ებოლათი დაავადებულთა რაოდენობა 9814 ადამიანს შეადგენს. 4,5 ათასი დაიღუპა.