ლიბიის სამთავრობო ძალებმა ისლამისტების მიერ დაპყრობილ ქალაქ ბენგაზიზე შეტევა დაიწყეს
ლიბიის სამთავრობო ძალები სიდიდის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქ ბენგაზიზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებენ. ბენგაზი, რომელსაც „რევოლუციის აკვანად“ მოიხსენიებენ, ისლამისტების მიერაა დაპყრობილი.
„უახლოეს საათებში ჩვენ ქალაქს „ანსარ აშ-შარიას“ და „ბენგაზის რევოლუციონერების საბჭოს“ „ბოევიკებისგან“ გავათავისუფლებთ“, – განაცხადა ლიბიის ეროვნული ჯარის მთავარმეთაურმა ხალიფა ხაფტარმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რადიკალები განადგურდებიან, ქალაქში სტაბილური ცხოვრება აღდგება – ამუშავდება სკოლები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და ყველა სახელმწიფო დაწესებულება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მიდამოებში ტანკების კოლონაა შემჩნეული. საქვეითო ძალებს მხარს ხალიფა ხაფტარის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები უჭერენ, რომლებიც „ბოევიკების“ პოზიციებზე და იარაღის საწყობებზე დარტყმებს ახორციელებენ.