სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი – 1970 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული ლ.ქ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და ფეთქებადი ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები