მოსკოვი მილიცია 9 მაისისთვის დრონებისა და ფეიერვერკების გამოყენებას კრძალავს

ის, ვინც 9 მაისის ღონისძიებისთვის მზადების პროცესში, დრონებსა და პიროტექნიკას გამოიყენებს, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული წესით დაისჯება, – ამის შესახებ რუსეთის მილიცია იუწყება.

მოსკოვის ძალოვან ორგანოში ასევე აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ უფლება, მყისიერად გაანადგურონ ნებისმიერი უპილოტო საფრენი აპარატი, რათა დაიცვან მოქალაქეთა სიცოცხლე.

ცნობისთვის, 9 მაისს, „დიდ სამამულო ომში გამარჯვების” მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები