დონალდ ტრამპი უცხოურ ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უცხოეთში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფს დაუწესებს.
როგორც ის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, ვაჭრობის დეპარტამენტს ამის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.
“ამერიკაში კინოინდუსტრია კვდება. სხვა ქვეყნები ყველა შესაძლო ვარიანტს სთავაზობენ, რათა მიიზიდონ ჩვენი რეჟისორები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან. ჰოლივუდი და აშშ-ის სხვა რაიონები იცლება. ეს სხვა ქვეყნების შეთანხმებული ძალისხმევაა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ეს პროპაგანდაა!
შესაბამისად, ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს ვანიჭებ უფლებამოსილებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ უცხო ქვეყნებში წარმოებულ ნებისმიერ ფილმზე ჩვენს ქვეყანაში 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი. ჩვენ ისევ ამერიკაში წარმოებული ფილმები გვინდა!” – წერს ტრამპი.