ტრამპის თქმით, ირანის მხრიდან მხოლოდ ბირთვული პროგრამის “სრულ განიარაღებას” დათანხმდება

ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია, თეირანის ბირთვული პროგრამა სრულად იყოს განიარაღებული,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“მე მინდა, რომ ირანი მართლა წარმატებული, დიდებული და ფანტასტიკური იყოს. ერთადერთი რამ, რაც ვერ ექნებათ, ბირთვული იარაღია. სრული განიარაღება. დიახ, მხოლოდ ამას დავთანხმდები. თუ უნდათ, რომ წარმატებულები იყვნენ, ეს მისაღებია, უბრალოდ არ მსურს, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, რადგან მსოფლიო განადგურდება”,- განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რამდენჯერმე, საჯაროდ და პირადადაც ნათლად განაცხადა, რომ ის თავისი ბირთვული პროგრამის სრულ “დემონტაჟს” არ დაეთანხმება.

როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ისა და ირანის მხარეებს შორის მოლაპარაკებების რიგით მეორე შეხვედრა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

მედიის ცნობით, ტრამპის განცხადება, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები