რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა
“რუმინეთში 4 მაისს გამართული ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ნაციონალისტმა და დონალდ ტრამპის გულშემატკივარმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა”,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
როგორც ცნობილია, სიმიონმა ხმების 40.5% მიიღო.
არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუ, მესამე ადგილზე გავიდა.
არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, ეს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის მეორე მცდელობაა. გასული წლის ნოემბერში, საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მიერ გამარჯვებული არჩევნების შედეგები გააუქმა. რუმინეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის მხრიდან „აგრესიული“ ჰიბრიდული საქმიანობის სამიზნე იყო, მათ შორის კიბერშეტევების, ინფორმაციის გაჟონვისა და დივერსიის.
უზენაეს სასამართლოში შეტანილმა სააპელაციო საჩივარმა შედეგი არ გამოიღო და რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
ჯორჯ სიმიონმა განაცხადა, რომ თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებდა, მას ხელისუფლებაში ჯორჯესკუს მოყვანა შეეძლო.