დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს

ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ ტერორისტულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავა, მას შემდეგ, რაც ისინი კონკრეტულ შენობაზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ამის შესახებ, როგორც „ევროპული პრავდა“ იტყობინება, ლონდონის პოლიციის კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება BBC.

დაკავებები შაბათს სუინდონში, დასავლეთ ლონდონში, სტოკპორტში, როჩდეილსა და მანჩესტერში განხორციელდა. ხუთივე პირი, მათ შორის ოთხი ირანის მოქალაქე, ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ისინი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

პოლიციამ თავდამსხმელების გეგმების დეტალები არ გაამჟღავნა, ოპერატიული მიზეზების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები