კალიფორნიაში ხელნაკეთი თვითმფრინავი საცხოვრებელ შენობებს შეეჯახა

კალიფორნიის შტატში, სიმი ველის ქალაქში, ხელნაკეთი თვითმფრინავი საცხოვრებელ შენობებს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

ბორტზე მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა. თვითმფრინავის მფლობელის ცხედარი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციის ადგილზე 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნა.

„სახლებში მყოფი ადამიანები არ დაშავებულან“, – აღნიშნავენ ჟურნალისტები.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავი ლანკასტერში, უილიამ ფოქსის აეროდრომიდან აფრინდა და ლოს-ანჯელესიდან მანქანით ერთი საათის სავალზე მდებარე კამარილოს აეროპორტისკენ მიემართებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები