აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო
აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების განცხადებით, რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან „საზღვრისა და იმიგრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თავად პროგრამის მთლიანობის დაცვის მიზნით“ ამოიღეს.
„უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის რუმინეთის მადლიერები ვართ. შესაძლოა, მომავალში რუმინეთის პროგრამაში ხელახლა ჩართვის საკითხის განხილვა მოხდეს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ, ტრიშა მაკლაფლინმა.