თურქეთის მოქალაქეები საქართველოში არადეკლარირებული ოქროს შემოტანას ცდილობდნენ
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქეს 78, 47 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს.
მათივე ინფორმაციით, 34,25 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა „სადახლო-საავტომობილოზე“ ასევე სომხეთის მოქალაქეს.
„78,47 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ სომხეთის მოქალაქე ს.ფ.-ს. მგზავრი „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3474,70 ლარი. იმავე დღეს მებაჟე ოფიცრებმა 3192,75 ლარის ღირებულების 34,25 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს ასევე „სადახლო-საავტომობილოზე“ სომხეთის მოქალაქე ა.გ.-ის ბარგშიც.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მგზავრებს, სანქციის სახით შეეფარდათ, შესაბამისად, 3474,70 ლარი და 3192,75 ლარი“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.