ზელენსკი რომში ტრამპთან შეხვედრაზე: ყველა დროის საუკეთესო საუბარი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან 26 აპრილს ვატიკანში გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც ისინი რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ჩავიდნენ, ყველაზე საუკეთესო უწოდა, რაც კი ოდესმე მომხდარა. ამის შესახებ ზელენსკი ჟურნალისტებთან დახურული შეხვედრის დროს განაცხადა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენ გვქონდა საუკეთესო საუბარი ყველა იმ შეხვედრას შორის, რაც აქამდე გვქონია. შესაძლოა, ეს იყო ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი საუბარი. ჩვენი გუნდების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, პირისპირ შეხვედრის ფორმატმა გაამართლა. თავად საუბრისთვის შესაფერისი ატმოსფერო გვქონდა… დარწმუნებული ვარ, რომ ვატიკანში ჩვენი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ყველაფრისადმი ცოტა სხვა თვალით დაიწყო ყურება. ვნახოთ. ეს მისი ხედვაა, ყოველ შემთხვევაში, მისი არჩევანი. ვფიქრობ, ჩვენ კონსტრუქციულად და წესიერად მოვიქეცით, რაც მნიშვნელოვანია“, – ციტირებს „ინტერფაქს უკრაინა“ ვოლოდიმირ ზელენსკის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები