რუსეთი მზადაა, თალიბანს ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმაროს

რუსეთი მზადაა, სპეციალიზებული სტრუქტურების მეშვეობით “თალიბანს” ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმაროს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში, ზამირ კაბულოვმა განაცხადა.

კაბულოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ „თალიბანის“ მოძრაობის საქმიანობის აკრძალვის შეჩერების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოხსნა დაბრკოლებები ქაბულთან სრულფასოვანი პარტნიორობის დამყარებისთვის, მათ შორის ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

„ჩვენ ვხედავთ, თუ რა დიდ ძალისხმევას ახორციელებენ თალიბები ISIS-ის ავღანური ფრთის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ეს დაჯგუფება არის რუსეთისთვის და ავღანეთისთვის საერთო მტერი და ჩვენ ავღანეთის ხელისუფლებას შესაბამისი უწყებების დახმარებით შესაძლო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ“, – განაცხადა კაბულოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები