ტრამპმა საზოგადოებრივი რადიოსა და მაუწყებლის დაფინანსების შეჩერების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ფედერალური დაფინანსების დაბლოკვას ითვალისწინებს,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ორივე ორგანიზაცია მიკერძოებულ და პარტიულ საინფორმაციო გაშუქებას ანხორციელებდა.
ბრძანება ავალებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის საბჭოს (რომელიც ანაწილებს დაფინანსებას PBS-სა და NPR-სთვის), შეწყვიტოს პირდაპირი დაფინანსება კანონით დაშვებული მაქსიმალური ზომით.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭომ საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის მომავალში დაფინანსების გაცემაზე უარი უნდა თქვას.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ საინფორმაციო საშუალებების დაფინანსება „არა მხოლოდ მოძველებული და არა საჭიროა, არამედ ხელს უშლის ჟურნალისტური დამოუკიდებლობის იერსახეს“.