8 მაისს “მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს” ვარქმევ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში, ხოლო 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა.

ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ჩვენი ბევრი პარტნიორი და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა ჩვენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის სხვა ქვეყნებზე ბევრად მეტი გავაკეთეთ. 8 მაისს ვარქმევ “მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს” და 11 ნოემბერს “პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს”. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ჩვენთან ახლოსაც კი არავინ იყო, სიძლიერით, სიმამაცითა და სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერს ვზეიმობთ – ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყვანან ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს! ჩვენ ისევ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!”,- წერს ამერიკის ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები