Reuters: აშშ კონგოსა და რუანდას მინერალებისა და სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს

აშშ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, მასად ბულოსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად ვაშინგტონი ორივე ქვეყანასთან მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერს.

როდესაც ხელს მოვაწერთ სამშვიდობო შეთანხმებას. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას იმ დღეს მოეწერება ხელი, შემდეგ კი მსგავსი პაკეტი, თუმცა განსხვავებული მოცულობით, იმავე დღეს გაფორმდება რუანდასთან“, – განაცხადა მასად ბულოსმა.

ასევე, როგორც ცნობილია, მაისის შუა რიცხვებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის შესათანხმებლად რუანდისა და კონგოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

თუმცა, ბულოსის თქმით, ამ შეთანხმების ხელმოწერამდე რუანდამ და კონგომ ვაშინგტონთან ორმხრივი ეკონომიკური შეთანხმებები უნდა დაასრულონ, რაც აშშ-სა და დასავლურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, კონგოს მაღაროებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიარდობით დოლარი ჩადონ.

„შეთანხმება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გაცილებით დიდი მასშტაბისაა, რადგან ის გაცილებით დიდი ქვეყანაა და გაცილებით მეტი რესურსი აქვს, თუმცა რუანდას ასევე აქვს უამრავი რესურსი, სიმძლავრე და პოტენციალი მოპოვების სფეროში”,- განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

ცნობისთვის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებულთა ჯგუფი M23 იბრძვის. ხელისუფლების თქმით, ამბოხებულების უკან მეზობელი რუანდა დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები