ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზაში პალესტინელი ბავშვები დაიღუპნენ
ისრაელის მიერ ღაზას ქალაქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქალაქის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ ქუჩაზე, რამდენიმე ბავშვი დაიღუპა.
საერთო ჯამში, გამთენიისას, ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად, სულ მცირე 44 პალესტინელი დაიღუპა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსმენის დროს, პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელი შიმშილის ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.
ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელმა დაგმო ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები და ლიბანს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს აშშ-ზე, რათა მან ზომები მიიღოს და თავისი მოკავშირე შეაკავოს.