ვანკუვერში, ქუჩის ფესტივალზე, ხალხში მანქანა შევარდა – დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა შაბათს, როდესაც მანქანა კანადის ქალაქ ვანკუვერში, ქუჩის ფესტივალზე ხალხის მასაში შეიჭრა.

„30 წლის ეჭვმიტანილი, ვანკუვერელი მამაკაცი, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ამ დროისთვის, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინციდენტი არ იყო ტერორისტული აქტი”,- განაცხადეს ვანკუვერის პოლიციის დეპარტამენტში.

პოლიციის თქმით, დაღუპულთა რიცხვი კვლავ შეიძლება გაიზარდოს, რადგან ათეულობით დაშავებული ადამიანიდან ზოგიერთი ძალიან მძიმედაა.

დღის ფესტივალამდე არ არსებობდა მითითება, რომ საჭირო იქნებოდა დამატებითი საპოლიციო ძალების ჩართვა, რადგან ეს ოჯახური ღონისძიება “დაბალი საფრთხის დონედ” ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები