ტაილანდის პოლიციის თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა – ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა
ტაილანდში მცირე ზომის თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, თვითმფრინავი სატესტო ფრენას ანხორციელებდა.
ტაილანდის სამეფო პოლიციის წარმომადგენლის, არჩაიონ კრაიტონგის ცნობით, ბორტზე 6 პოლიციელი იმყოფებოდა, რომელთაგან 5 დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
კატასტროფის მიზეზი ცნობილი არ არის. გამომძიებლები მონაცემებს თვითმფრინავის შავი ყუთიდან აგროვებენ.