შალვა პაპუაშვილი ჯიმ რიშის განცხადებაზე: სწორი მიდგომაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას სოციალურ ქსელში აზიარებს და თავის პოზიციასაც აფიქსირებს.

„სწორი მიდგომაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს, გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება.
„ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს! თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები