ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და დარწმუნებული ვართ, აშშ იმოქმედებს თავისი მტკიცე გადაწყვეტილებების შესაბამისად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის მხრიდან ყირიმთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უპასუხა და რუსეთის ანექსიის არაღიარების შესახებ მისი პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის განცხადება გაიხსენა.
სახელმწიფოს მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ზე ლონდონში უკრაინის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიხსენა და დასძინა, რომ „დღეს ემოციური დღე იყო“.
„ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, იმოქმედებენ თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებების შესაბამისად“, – დასძინა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განცხადებასთან ერთად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს „ყირიმის დეკლარაცია“ გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას და პირობას დებს, რომ თავის პოლიტიკას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“.