ლევან იზორია: ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დაღაჩაღებისას დაუთოების ფაქტი არ დასტურდება

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დაყაჩაღებისას მოქალაქის დაუთოების ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ არ დაადასტურა. ამის შესახებ ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა ყაჩაღობა, თუმცა დაუთოების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
“ეს არასწორი ინფორმაციაა. მინდა დაბეჯითებით ვთქვა, მე პირადად გადავამოწმე ეს ინფორმაცია. ყაჩაღობას, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი, მაგრამ დაუთოების ფაქტი ნამდვილად არ დასტურდება, შესაბამისად, ეს ტყუილი ინფორმაციაა”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, დაყაჩაღების მიზნით, თავდამსხმელებმა 35 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს. მათივე ცნობით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ მამაკაცი იმყოფებოდა, რომლისგანაც ნიღბიანი პირები ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, მამაკაცს თავში იარაღი ჩაარტყეს, ხელზე კი ცხელი უთო დაადეს. შსს ინფორმაციით, ძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები