“ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევხვედროდი გმირების ოჯახებს, გამომეხატა ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება გმირი შვილების აღზრდისთვის” – ირაკლი ჩიქოვანი

“დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მიცვალებულთა ხსენების დღეს, პატივი მივაგეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

“ასეთი ადამიანების, ოფიცრებისა და ჯარისკაცების სიმამაცეზე, მათ თავდადებაზე დგას საქართველოს სახელმწიფო. ისინი არიან მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. მათი თავგანწირვა გვაძლევს ძალასა და სიმტკიცეს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი.   

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევხვედროდი გმირების ოჯახებს, გამომეხატა ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება გმირი შვილების აღზრდისთვის”, – წერს ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები