მარიუპოლში სროლებია. დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე

„ბოევიკებმა“ მარიუპოლში სროლები განაახლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სროლისას „გრადის“ სისტემები იყო გამოყენებული. როგორც უკრაინული პრესა წერს, სროლის ხმა ქალაქის ყველა რაიონში ისმოდა. მოსახლეობის თქმით, დღეს მარიუპოლში ყველაზე ხმაურიანი დღეა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაჭრილებიც. გარდა ამისა, მარიუპოლში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის 6 უპილოტო თვითმფრინავია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები