ნიკოლოზ კახეთელიძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

თბილისის საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

საკრებულოს წევრის განცხადებით, მეტროსადგურში შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელსაც თავისთავად ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს, დედაქალაქის მერიამ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დასახა.

მისივე თქმით, გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი, რომლის შედეგადაც მოწვეული იქნება შესაბამისი გამოცდილების კომპანია, რომელიც არსებული სადგურის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ათწლეულების წინ, ჯერ კიდევ აღნიშნული მეტროსადგურის პროექტირების და შემდგომში მშენებლობის ეტაპზე, დაშვებული რიგი შეცდომების და ფაქტორთა გაუთვალისწინებლობის გამო წლების შემდეგ მივიღეთ ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს.

ჩვენს ოპონენტებს კი, ბრალდებაზე, თითქოს მერიამ სადგურის შეკეთება ვერ შეძლო, შევახსენებ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთლიანად იქნა გაუქმებული და განადგურებული კვლევითი ინსტიტუტები და დარგის სპეციალისტები დათხოვნილ იქნენ სამსახურებიდან. სწორედ შესაბამისი დარგის განადგურების გამო უწევს მერიას საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება“, – განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ საკრებულოს სხდომაზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები