ნორვეგიაში ქალთა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონი მიიღეს

ნორვეგიის პარლამენტმა ქალთა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონი დაამტკიცა. უცხოური პრესის ცნობით, კანონი 2015 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. პირველი გოგონები კი ნორვეგიული ჯარის რიგებში 2016 წლის ზაფხულში გაჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია ნატოს პირველი წევრი-ქვეყანაა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. ნორვეგია ამ სფეროში პიონერია და ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ ამით ვიამაყოთ“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ერიქსენ სიორეიდემ.
შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, სამხედრო – სავალდებულო სამსახურის ვადა ნორვეგიაში – 19 თვეა, თუმცა რეალურად, ეს ვადა, ძირითადად, 12 თვეს არ აღემატება. გაწვეულთა თითქმის ნახევარი ეროვნული გვარდიის რიგებში ირიცხება. მათთვის მსახურების ვადა 7 თვეს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები