სიმფეროპოლის სკოლაში მასწავლებლებმა ბავშვების თვალწინ უკრაინული წიგნები დახიეს

სიმფეროპოლის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლებმა უკრაინული წიგნები მოსწავლეების თვალწინ დახიეს. გარდა ამისა, მასწავლებლებმა ბავშვებსაც მოუწოდეს ვანდალიზმისკენ. ამის შესახებ ყირიმის თათრული ხალხის მეჯლისის წევრმა ესკენდერ ბარიევმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენს სკოლაში უკრაინულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოები და უკრაინის შესახებ სხვა წიგნები შეკრიბეს და მოსწავლეების თვალწინ დახიეს. ზოგიერთ მოსწავლეს წიგნების სახლში წაღება უნდოდა, თუმცა მათ ამის ნება არ მისცეს. გარდა ამისა, წიგნების განადგურებისკენ თვითონ მოსწავლეებსაც მიუწოდეს. ზოგიერთმა მოსწავლემ ამაზე უარი განაცხადა. მე მოვახერხე და ერთი წიგნი – უკრაინულ-ინგლისური ლექსიკონი გადავარჩინე. კიდევ მინდოდა წამომეღო, მაგრამ ვერ შევძელი…“, – ეს ციტატა სკოლის ერთ-ერთ მე-8 კლასელს ეკუთვნის.
ესკენდერ ბარიევის განცხადებით, ეს უკრაინულ და ყირიმულ- თათრულ ენაზე დაწერილი წიგნების განადგურების პირველი შემთხვევა არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები