ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩბოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა, სადაც კანოე კაიაკში 5 ოქროს მედალი, 6 ვერცხლის მედალი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო აკადემიური ნიჩბოსნობაში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ფოთის მერის თქმით, წყლის სპორტის სახეობების სათანადოდ წარმოჩენა მნიშვნელოვანია.
,,ვულოცავ ფოთელ სპორტსმენებს და ასევე, ყველა საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეს წარმატებით ასპარეზობას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წყლის სპორტის სახეობების სათანადოდ წარმოჩენა და განვითარება ჩვენს ქალაქში, შესაბამისად ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“ -განაცხადა ფოთის მერმა,ბექა ვაჭარაძემ.