უკრაინამ შესაძლოა, დსთ დატოვოს

უკრაინის კანონმდებლები ქვეყნის დსთ-დან გამოსვლის შესახებ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალისტური პარტია „სვობოდას“ დეპუტატებმა უკრაინულ პარლამენტში „დსთ-ს შექმნის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერების“ კანონპროექტი დაარეგისტრირეს. კანონპროექტის ინიციატორები „სვობოდას“ დეპუტატები: ალექსეი კაიდა და ალექსანდრე მირნი არიან. მათ ასევე „მარჯვენა სექტორმაც“ მხარი დაუჭირა.
რუსული პრესის ინფორმაციით, „უკრაინელი ნაციონალისტები საქართველოს დსთ-დან გასვლის მაგალითს შეგნებულად უგულებელყოფენ. საქართველო დღეს იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აღადგინოს კავშირები, რომლებიც ხმაურიანი ანტირუსული პროპაგანდის ფონზე უჭკუოდ გაწყდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები