ლავროვი: რუსეთი უკრაინის მიმართ სიმართლის და სამართლიანობის პოზიციას იკავებს

რუსეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისის მიმართ ყველა რეგიონის, პოლიტიკური ჯგუფის და ეროვნული უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპული ბიზნესის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველა რეგიონის, პოლიტიკური ჯგუფის და ეროვნული უმცირესობების, ასევე რუსების და უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სიტუაციის პოლიტიკური დარეგულირებისკენ გამოსვლით ჩვენ სიმართლის და სამართლიანობის პოზიცია დავიკავეთ“, – განაცხადა ლავროვმა.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ „ყირიმის ხალხის თავისუფალ ნებას – კატეგორიულად არ დაუშვან ნახევარკუნძულზე მაიდანის სისხლიანი სცენარის განმეორება, მხარი დაუჭირეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები