სოფელ კნოლევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ კნოლევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ კნოლევში, გზის ორ მონაკვეთზე საგზაო სამოსის მოსაწყობი სამუშაოები დაათვალიერეს.

პირველ მონაკვეთზე, რომლის სიგრძეა 190 მეტრი, პროექტით გათვალისწინებულია ასფალტბეტონის საფარის, ეზოში შესასვლელებისა და მიერთებები მოწყობა.

მეორე მონაკვეთზე, რომლის სიგრძეა 395 მეტრი, პროექტით გათვალისწინებულია არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.

პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”.

სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები